Thursday, February 13, 2025

არასდროს ვიყავ ჭრიჭინა!

არასდროს ვიყავ ჭრიჭინა!
სული რომ კბილით მიჭირავს,
იმის დაფარვას ვცდილობ,
არასდროს ვიყავ ჭრიჭინა,
არც კუტკალია, - ვფიქრობ.
მინდოდა გამოვდგომოდი,
ჩემს ქვეყანას და მხარეს,
მწედ მხარში ამოვდგომოდი
წინ წავძღოლოდი ხარებს.
რაც ღმერთმა მომცა ტალანტი,
მგონი, ვერ მოვიხმარე,
ქვეყნისთვის ხარო ბალასტი,
ფიქრი მომიდის მწარე.
მაია დიაკონიძე
13.02.2025 წელი



No comments:

Post a Comment