Friday, February 28, 2025

სანამ (თოვლის მეფე)

სანამ
სანამ ლიკლიკა გაზაფხული მობრძანებულა,
სანამ სიზმარში გვეზმანება და არა ცხადად,
მანამდე ცაში ფიფქი, ქარი, მზე არეულა,
აყრის, თითქოსდა, დედამიწა იხდიდეს სახადს.
იკვრება თოვლის დარაბები, კედლები, ჭერი,
ცივ სახლში ყოფნა ვინა თქვა, რომ არის ადვილი,
დგას თოვლის მეფე ხელგაშლილი და ენამჭევრი,
გულკეთილობა დაგვანახოს თავის ნამდვილი.
ყრის და ყრის ფიფქებს, თითქოს მიწა იხდიდეს სახადს,
გულსავსეობა შევამჩნიეთ წლევანდელ ზამთარს,
და ყველა ბავშვის სურვილი ხომ ერთბაშად ახდა,
აღარ ადარდებს თოვლის მეფეს აზრები სხვათა.
მაია დიაკონიძე
28.02.2025 წელი

No comments:

Post a Comment