Thursday, February 20, 2025

რა გხიბლავს ჩემში?1

რა გხიბლავს ჩემში?!
რა გხიბლავს ჩემში, ნეტავ ვიცოდე,
რომელი შტრიხი, რომელი ხაზი,
ღიმილი, ასე რომ ჰგავს სიცოცხლეს,
თუ კუთხეებში ჩრდილი რომ მაზის.
კარგად შემხედე, ნუ მიცქერ შორით,
ვერც დღე, ვერც ღამე ჩემს გულს ვერ მალავს,
და თითქოს შველი სიკეთეს ცოხნის,
სიყვარულით თრთის სუყველა მალა.
სიმსუბუქეს ვგრძნობ, როგორაც ჩიტი
და მალე მარტის გავყვები ქარებს,
წუთისოფელი ულმობლად მიდის,
ერთ დროს უდარდელ გულს აწანწკარებს.
რა გხიბლავს ჩემში, იქნებ თვალები,
სავსე იმედით, სავსე ოცნებით,
ვით თინათინი ვერ გეყვარები,
თუ ჩემი სულით არ გაოცდები.
შემატებია სხეულს ბზარები,
ჟამმა ფიქალი გაასხვაფერა,
შენი მზერა კი ღიმილნარევი
არ მტოვებს, როგორც ცით აღმაფრენა..
მაია დიაკონიძე
20.02.2025 წელი





No comments:

Post a Comment