Wednesday, February 12, 2025

სალაღობო

შენს ოთახში შემოვფრინდი, 
შემამჩნიე ძილში ვერცკი,
სიზმარეთთან გავდე ხიდი,
დაგიყენე ფეიერვერკი.
ძილიდან რომ გამოხვედი,
ვინა ხარო, მკითხე, ქალო,
დავიტირე ჩემი ხვედრი,
რა ტყუილად ვჭიკჭიკ-ვგალობ.
ხან ავაზად გადავიქეც,
სიყვარული რომ ამეხსნა,
ლომი იყავ მწყრალად ფიცზე,
ბედუკუღმართს, ეს რა  მესმა..
ვით გადაგცე სიკვდილს როკაპს..
ლომის -ვეფხვთან ბრძოლაც მახსოვს,
ტარიელმა ლომი მოკლა,
,,მიჯნურს აწყენინე რატომ?!
შენს ოთახში შემოვფრინდი, 
შემამჩნიე ძილში ვერცკი,
სიზმარეთთან გავდე ხიდი,
დაგიყენე ფეიერვერკი.







No comments:

Post a Comment