ზღაპრებშია
ზღაპრებშია, რომ გიწნავენ გვირგვინს
ყვავილებით ნუშისა და შინდის,
რეალობა ტანში ისე გივლის,
ვერ ატყუებ თვალებღია სინდისს.
ზღაპარ-სიზმარს, ცისარტყელას ფერებს,
რა აზრი აქვს, ვერ შეიგრძნობ თუკი,
თავს ტყუილად ანდობ ეფემერებს,
თუკი შენში ,,კივილია" მუნკის.
მაია დიაკონიძე
12.02.2025 წელი
No comments:
Post a Comment