Friday, February 28, 2025

სატრფიალოები (ხალხურ მოტივებზე)

 გიყვარვარ, ვიცი, გიყვარვარ,

არ კი ამბობ და ამხელ,
გულიდან კვირტმა იყარა,
ღიმილს ვერ ვარქმევ სახელს.
მომაფრქვევ, სიცილს -  მზის სხივებს,
დამანთებ, როცა მოხვალ,
ცეცხლებ რომ წამამიკიდებ,
წყალიც მოასხი ცოტა.
 ----------------------------
ათასჯერ გადმოვიხედე
კოშკიდან, ვერ დაგინახე,
ცად ცისარტყელა შეხიდე,
მითხარი, არაგვი ნახე.
ახლა ღრუბლებში დავფრინავ,
ვეღარ ვეშვები მიწაზე,
ვაჟო, ეგ შენი მადლია,
შენ მამეც გულის სინაზე.

No comments:

Post a Comment