ნეტა ვიცოდე რა ხდება შენ თავს
ყველა სტრიქონში
ყველა სიტყვაში
გოდებას ვხედავ
სალაღობო თქვი რამე,
სამყარო ისედაც გვტანჯავს,
ნეტა ვიცოდე გულს რაღათ იკლავ!
ელგუჯა ციგროშვილი
Cico Vardashevi კომენტარის პასუხად ციცო ვარდაშევს :
( რობაი )
თუკი სამყარო კვნესის და გოდებს ,
მე სალაღობოს ვით ვიტყვი ოდებს ?!
როცა სხვა ტირის , რა გამაცინებს ,
ღმერთს ყველა სტკივა , ~
ვინც ასე სცოდეს!
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
18 . 01 . 2025 წელი .
No comments:
Post a Comment