Tuesday, February 18, 2025

დუმილი ყვირის!

დუმილი ყვირის
შენ სიყვარულის ახსნას დამპირდი,
მაგრამ ეს სიტყვა ცაში ყანყალებს,
მე კი დაჭრილი გულში რაპირით,
შენ მაგივრად ვწერ სიტყვას ნაყალბევს.
ვიცი, ამ ქაღალდს არა აქვს ფასი,
ამ ჩემს დაწერილს ან რა ფასი აქვს,
სცენას ანათებს შუქები რამპის,
,,დუმილი ყვირის" კარგა ხანია.
მაია დიაკონიძე
18.02.2025 წელი

No comments:

Post a Comment