Monday, February 17, 2025

მზადება დუმილისათვის

 მზადება დუმილისთვის

აქამდე რაღაცას ვფაფხურობდი,
რაღაცას ვიტყოდი, ვხმაურობდი,
ახლა დავდუმდი და დავლაგდი,
არ მინდა ზედმეტი ლაპარაკი.
გისმენს კი ვინმე, ეყურება?!
ჯობია ისაუბრო სამყურებთან,
ქარებთან, თოვლთან და წვიმასთან,
ვისაც უყვარხარ... და გიწამა.
მაია დიაკონიძე
17.02.2025 წელი

No comments:

Post a Comment