მაია დიაკონიძის მოკლე ბიოგრაფია
მაია დიაკონიძე დაიბადა ქ. თბილისში, დაამთავრა ქ. თბილისის 149- საშ. სკოლა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შრომის ეკონომიკის სპეციალობით, ასპირანტურა ამავე სპეციალობით. მუშაობდა სახალხო მეურნეობის დაგეგმვისა და ეკონომიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. ასევე სხვადასხვა ეკონომიკურ ჟურნალ-გაზეთებში (,,ფინანსები", ,,გადასახადები") ეკონომიკურ მიმომხილველად. არის 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის და სტატიის ავტორი ეკონომიკის მიმართულებით. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის ჰუნანიტარულ ინსტიტუტში.
მაია დიაკონიძე 2012 წლიდან ჩაერთო ლიტერატურულ მოღვაწეობაში. არის ორი ლირიკული ლექსების კრებულის ,,კოცნას მიგზავნის იასამანი"(2017 წელი) და ,,რა იცის ქარმა?!"(2023 წელი), ასევე ხუთი საბავშვო წიგნის ,,იოცნებეთ ყველამ"(2015 წელი), ,,ფანქრის მთლელი" (2018 წელი), ,,სახალისო ანაბანა"(2020 წელი), ,,ორომტრიალა" (2023 წელი) და ,,გაზაფხულის კაბიდან გადმოვარდნილი ყვავილის ამბავი"(2023 წელი), რომელშიც მან მიიღო იაკობ გოგებაშვილის სახ. პრემია(2024 წელი). ქალბატონი მაია სხვა მრავალი პრემიის მფლობელია: ორგზის ,,შოთაობის" (მეორე პრემია, 2013, 2017 წელი), ,,წმინდა ნინოს ფესტივალის" სამზის ნომინანტი (2017, 2018, 2022 წელი) , ჟურნალ ანეულის მიერ დაარსებული რევაზ ინანიშვილის სახ. კონკურსის სპციალური პრიზის მფლობელი (2021 წელი), კონკურსის ,,ემიგრანტის წერილი" ფინალისტი ესსეებში (2014 წელი), საბავშვო პროზაში ,,ბუკნაჭოს" ლიტ. კონკურსის - მესამე პრემიის , ლიტერატურული კონკურსის ,,ივერიას" პრემიის - ,,საუკეთესო ნოველის ავტორი" (2019 წელი), მარიკა ბარათაშვილის (2023 წელი), შიო მღვიმელის პრემიების მფლობელი (2022 წელი), თამარიონის ენდალმა ქართულ მწერლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ქალბატონი მაია დიაკონიძე არის მწერალთა კავშირის, ასევე მხატვართა კავშირის წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ჯგუფურ გამოფენაში.. მისი ნახატები შეტანილია სხვადასხვა კატალოგებში.
No comments:
Post a Comment