Monday, February 17, 2025

ვაი, შენ, ჩემო სოფელო! (პატრიოტული)

ვაი, შენ, ჩემო სოფელო!
მკაცრ ფერებს ზეცა ამჭახებს,
ცარიელია ის კალო.
აქა-იქ შაშვი ჭახჭახებს,
მომხვნელიც არ ჩანს იქ ალოს.
სად თავთავს ჩიტი კენკავდა,
დღე წითელ კაბას იხდიდა,
ზარი ხშირ-ხშირად რეკავდა,
დღეს ვერ გამოდის ძილიდან.
ვაი, შენ, ჩემო სოფელო,
ვეღარ გამძღახარ ძილითა,
შენები სალამს გიძღვნიან
შორეულ ამერიკიდან.
მაია დიაკონიძე
15.02.2025 წელი

No comments:

Post a Comment