თვალს ამიცრემლებს და მერე მიშრობს,
ნავსადგურზე ჰქრის ქარი ხორშაკი,
სეირნობისას არ ამწყდეს, ვშიშობ,
დაკერებული ბებოს ფოლაქი.
სამახსოვროდ ის შემომრჩა მხოლოდ,
და ჯადოსნობა იმისი სიტყვის,
,,გულს ნუ გაიტეხ, ბებიკო ოღონდ,
არ გეწყინოსო", საყვირი ყვირის.
სადგურში ქარი დაუვლის გემებს,
ჰკითხავს მესაჭეს, ,,საით მიდიხარ?",
,,საქართველოსკენ!", იტყვიან ერთხელ,
და მზე ამოვა ჩემი ფიქრიდან.
No comments:
Post a Comment