Sunday, March 10, 2024

სხვანაირი სიყვარული იყო!

სხვანაირი სიყვარული იყო!
სხვანაირი სიყვარული იყო,
მოყვასისთვის სხვანაირი მოცლა,
ამ დროებამ კვანტი როგორ გვიყო,
არ გვაცალა წამით გონზე მოსვლა.
თოჯინებით ვთამაშობდი დიდხანს,
ხევ-ხუვებში ვკრეფდი მწიმე მაყვალს,
სად წავიდა, მეგობარო, მითხარ,
ბებოს გოგო, იქნებ ზღაპრებს გაჰყვა.
აფრენილი ცეცხლოვანი რაში,
გაქრა ისე, კვამლიც აღარ დარჩა,
გველეშაპი მედგა თურმე კვალში,
გულმოდგინედ წეწდა სულის ფარჩას.
სიყვარულსაც არ ჰქონია ფასი,
გამოხუნდა მეგობრობის ძალაც,
ფული ზეობს, თამაშდება ფარსი
და ხერხემლის იცვითება მალა.
გაზაფხულის ვერ შევიგრძნობ ფერებს,
სურნელებას სამაისო ვარდთა,
გაბზარული გული შევიფერე,
ვით საწყაო მარადიულ დარდთა.
სხვანაირი სიყვარული იყო,
მოყვასისთვის სხვანაირი მოცლა,
ამ დროებამ კვანტი როგორ გვიყო,
არ გვაცალა წამით გონზე მოსვლა.
მაია დიაკონიძე
10.03.2024 წელი
შეიძლება იყოს 3 ადამიანი, არფა and გიტარა გამოსახულება
ყველა რეაქცია:
Lali Gachava, თეა ხასაია და 63 სხვა პიროვნება

No comments:

Post a Comment