Monday, March 11, 2024

რა ვუთხარ იმათ დედას?!

 რა ვუთხარ იმათ დედას!

ატოტებულა მდინარე,
ტოტებს ცისაკენ იწვდის,
გამხდარა თითქოს მძვინვარე,
დამცველთ დაეძებს მიწის.
არა ჩანანო, თან მოსთქვამს,
სიმღერა ესმის ძველი,
მუზარადებით მორთულა,
სამასი არაგველი.
ეს სისხლი უნდა გაცუდდეს?!
ვერვის გადუსხეს ჯერათ,
ვინაც სუფთა წყალს ამტუტებს,
რა ვუთხარ იმათ დედას!!!
მაია დიაკონიძე
11.03.2024 წელი

No comments:

Post a Comment