გაგიავდრდები!
გაგიავდრდები, წვიმად წამოვალ, თქეშად
და გადაგმალავ მზის ჭიატს სათუთ მკერდში,
რომ დაადგები შენი სახლისკენ თემშრას,
უნდა გამოგყვე და არავინ ჩემს მეტი.
გაგიავდრდები, შემოგეხვევი წვიმად,
და შეგაფარებ ლურჯი ნაძვების ტყეში,
დილით, როდესაც ქოხში მზის სხივი მივა,
გაგახსენდება?! რომ დაივანე ჩემში!
No comments:
Post a Comment