თუ არ ვასწავლეთ !
( ,, ცემა გმართებს გამზრდელისა ,
რა ყმა ნახო , ავად ზრდილი .")
1 . უვიცობაა ,, მოდაში " ახლა ,
სირცხვილით ვიწვი ,
თავს ვერ ვწევ მაღლა ,
როცა ასეთი თაობა მოდის .
2 . და თუკი მართლა ,
,, გვარზე ხტის კვიცი ,"
ცრუ დამრიგებლად
ნუ ჩამთვლით ჭკუის ,
დღეს თუ თაობა
მოდის უვიცი ,
ამაში ჩვენი თაობა ტყუის .
3 . არ დაგველია
მიზეზი შუღლის ,
ქვეყნის პროგრესის
შედეგი : ~ ნ უ ლ ი !
თუ არ ვასწავლეთ
გაწევა უღლის ,
როგორ გაავლონ
მათ სწორად ხნული ?
4 . მე ჩემ წილ ცოდვას
არ ავიცილებ ,
,, განტევების ვაცს "
არ ვეძებ სხვაში ,
მაგრამ არ ვიცი ,
თუ არგებს შვილებს , ~
სილის შემოკვრა
გამზრდელის ყბაში !
5 . ნუთუ არ გვინდა
ნათელი ხვალე ,
ასე რთულია
ეს განტოლება ?
თუ არ ვუშველეთ ,
ძალიან მალე , ~
მამულს პატრონი
არ ეყოლება !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
5 . 10 . 2019 წელი .
No comments:
Post a Comment