Monday, March 11, 2024

ფშაველ მეგობარს!

 ფშაველ მეგობარს!


იახსარი არის შენი სალოცავი,

სამშობლო სანთელად გინთია,

შენ ხარ ამომხსნელი დიდი გამოცანის,

ენა შეგასწავლა მინდიამ.


შენი სტრიქონები  გულებს ეფონება,

შენი თამასა ხომ ლექსია,

ფრთიანი სიტყვები იქცა გრიფონებად, -

ბრმა რომ თვალხილულად ექცია.

მაია დიაკონიძე

10.03.2024 წელი

No comments:

Post a Comment