Tuesday, March 12, 2024

სეირნობენ ქარები!

 სეირნობენ ქარები,

ქანაობენ სახლები,
ყვავილების ამქართან
ერთად ცაში გავქრები.
დამიბერავს ქარი და
სულიც შემიგუბდება,
ქუჩას ნაზი ნაზავი
გაზაფხულის უხდება.
ნუში, ვაშლი, ატამი
ერთურთს ეჯიბრებიან,
ქარი ბერტყავს ასტამით
გზაზე ალუბლებია.
ცვივა ყვავილედების
ფიქრები და ოცნება,
რომ გვეგონა ედემი,
შეგვრჩა ეს გაოცება.
სეირნობენ ქარები,
ქანაობენ სახლები,
ყვავილების ამქართან
ერთად ცაში გავქრები.
მაია დიაკონიძე
12.03.2024 წელი

No comments:

Post a Comment