Friday, March 8, 2024

მითხრეს!

 მდინარის განტოტება ხარო, მითხრეს,

მეც ჯერ მდინარეში შევდივარ,

მერე ზღვაში გადავეშვები,

რომელიც ჩემნაირებითაა სავსე.

ერთმანეთში ვირევით, ვერწყმებით,

ხან ტალღებად ვიქოჩრებით,

ვბრაზობთ, ვხმაურობთ, ვწყნარდებით,

მზე ხომ ჩვენიდან ამოდის და ჩვენში ჩადის.



No comments:

Post a Comment