Friday, March 15, 2024

მოდიოდა გაზაფხული!

 მოდიოდა გაზაფხული


მოდიოდა გაზაფხული,
ცა მოჰქონდა ამპარტავანს,
ჟრიამულით არნახულით
აღლუმისთვის ყვავილს რთავდა.
შევცქეროდი გაოცებით
ალუბალს, ვარდისფერ ატამს,
შევეხიზნე ცას ოცნებით,
ჩემს გულისფიქრს ისა ჰგავდა.
დღე მშვიდობის, ვუთხარ ყველას,
ვინც იმ გზაზე გაიარა,
სალმით, ასე იყო ძველად,
კაცს ურჩენდნენ წყლულ-იარას.
მოდიოდა გაზაფხული,
ცა მოჰქონდა ამპარტავანს,
ჟრიამულით არნახულით
აღლუმისთვის ყვავილს რთავდა.
მაია დიაკონიძე
15.03.2024 წელი

No comments:

Post a Comment