რატომ?!
ზარები რეკავს ჩემს გულში
და მე ვკითხულობ: რატომ?
ია მოწვიმა მამულში,
მოწყვიტა ნიამ, კატომ.
სადღაც აფრინდა ოლოლი,
მიხარია და რატომ?
აგერ რომ მოჩანს გოდოლი,
აშენა დათომ, ტატომ.
ლურჯ ზვრებს ნათელი გადასდით,
მიხარია და რატომ?
ბიჭი გვეზრდება ათასი,
კიდევ ათასი ვზარდოთ.
მზეს ვხედავ მტკვარზე სიონთან
და მიხარია, რატომ?
სულს დაეღვრება მირონად,
თუ ახდა, რასაც ვნატრობთ!
მაია დიაკონიძე
9.03.2024 წელი
No comments:
Post a Comment