Monday, March 11, 2024

რუბიკ-კუბიკი

რუბიკ-კუბიკი

ვეღარ გავმართე რუბიკ-კუბიკი,

თავი მგონია ფილმში კუბრიკის,

წინ მაქვს მინოსის ყრუ ლაბირინთი,
მეგონა, იყო ბერძნული მითი.
მინოტავრი კვლავ ითხოვს საკბილოს,
ვინღა იკისროს საქმე საგმირო?!
ვეღარ გავმართე რუბიკ- კუბიკი,
თავი მგონია ფილმში კუბრიკის.
მაია დიაკონიძე
10.03.2024 წელი

No comments:

Post a Comment