სხვაგვარია ყველაფერი!
ყველაფერი ფერმკრთალდება ამ ცის ფონზე,
ამ ცის ფონზე ყველაფერი სხვაგვარია,
წამოდიო, მეუბნები, დავსხდეთ მორზე,
მის ლაღ ტალღებს მოვეფეროთ, გინდა, ერთად,
გავისველოთ უკვდავების წყალში ხელი,
აღარ დარჩეს სულ მცირედი გულში სევდა,
ამ ცის ფონზე სხვაგვარია ყველაფერი.
მაია დიაკონიძე
6.03.2024 წელი
No comments:
Post a Comment