ერთხელ ემიგრანტმა პოეტმა, ელგუჯა ციგროშვილმა თავისი სტუდენტობის დროინდელი მოგონებებიდან გაიხსენა: საბჭოთა დროში თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში ,,ფსიქოლოგიის" კურსს კითხულობდა ვალია მელაძე. ლექციაზე ხშირად იმეორებდა ამ ლექსს:
,,თინასა ჰყავს დები,
მე კი მისთვის ვკვდები,
თინავ, თინავ, თინავ,
მზესავით რომ ბრწყინავ,
ოხ, შენ შეგჭამე!".
ეს ერთ-ერთი ,,პროლეტკულტელის" დაწერიალია, კიდევ კარგი, ასეთი ლექსები დღეს არ იწერება, ან იწერება უფრო დახვეწილი ეროტიკული ვარიანტები. თურმე, როგორც ბატონი ვალია ამბობდა, ისტორია თვითონ გაცხრილავს პოეტებს, მათ ლექსებს, ვინ წერს ღირებულს, ვინ - არა, დროებით ზენიტში ყოფნა არ არის უკვდავების საწინდარი, დავიცხროთ ამბიციები ზოგიერთებმა, კარგი იქნება. ნუ მოვევლინებით ქვეყანას ყველაფრისმცოდნე კრიტიკოსებად. მზე მაღლაა და ვარდთაც და ნეხვთაც ერთნაირად მოეფინება, თავმდაბლობა კი ყველაზე დიდი ნიჭია ამქვეყნად.
თვითონ აკაკი წერეთელს, საბავშვო ჟურნალ ,,ნაკადულში" როცა მიჰქონდა თავისი ნაწარმოებები, საქმისმცოდნეთ ეუბნებოდა, თუ არ ვარგა ბავშვებისთვის, გადაყარეთ. იმედია, ლევან ბერძენიშვილის შეფასებას აკაკის შესახებ არ იზიარებთ. ზედნაშენს საძირკველი თუ არა აქვს, ადვილად ინგრევა. პატივი ვცეთ ჩვენს კორიფეებს, ისე ყოველგვარი მცდელობა, რაღაცა ავაშენოთ, უსუსური იქნება და დაემსგავსება იალქანმოწყვეტილ და მესაჭეს გარეშე დარჩენილ ნავს, რომელმაც არ იცის გეზი საით აიღოს. დღეს სწორედ ამ მდგომარეობაში ვიმყოფებით.
No comments:
Post a Comment