ამ ლექსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და პოეტებმა პატარ-პატარა სტრიქონებიც შეამატეს. შეგიძლიათ გააგრძელოთ, მეგობრებო, ვის რა ჰგონია პოეზია?!
ესეც პოეზიაა!
ფურისულა გაშლის ფურცლებს,
ზედ პეპელამ იარა,
სკაში დათვი თათებს ურევს,
ესეც პოეზიაა.
ვეღარ იტევს ყვავილს ველი,
წინ გაგვიშლის ფიანდაზს,
ყანას მკიან პაპას ცელით,
ესეც პოეზიაა.
ვაჟი ქალს აპურებს რწმენით,
ცხვარი მისდევს იალაღს,
რასაც ვერ გამოთქვამ ენით,
ესეც პოეზიაა.
მაია დიაკონიძე
10.09. 2023 წელი
თუკი სიტყვამ გზა გაიგნო
და გულამდე იარა,
თუნდაც დაგრჩეს ის იარად!.
ესეც პოეზიაა...
მანანა დუნდუა
--------------------
ასოებს რომ ჰქარგავს ქალი,
გულს რომ გახდის ზიარად,
მომხიბვლელად რომ გვიღიმის,
ესეც პოეზიაა..
ეთერ ისაკაძე
------------------------------------
მართალი ხარ ჩემო მაკო,
გეთანხმები მთლიანად,
რომ გიყურებ ასე წარმტაცს,
ესეც პოეზიაა!
თამარ ნადირაშვილი
---------------------------
და ავტორი სილამაზის
რო გაგვიშლის იალაღს,
სიცოცხლეს რომ მოგაწყურებს,
ესეც პოეზიაა.
ავთანდილ ჟღერია
----------------------------
გულს ახარებს ყვავილები,
ვარდია თუ იაა,
რაღა გინდა ამის მეტი,
ესეც პოეზიაა.
Nasti NastI
--------------------------------
ფოთოლცვენის ჩურჩულმა
სინაზეს მაზიარა
მუზა რომ მწვდა უჩუმრა,
ესეც პოეზიაა.
იზა კვანჭილაშვილი
---------------------
აკვანს ქალი რომ უხდება ,
მთას კი თოვლი ფრიალა,
საქართველოს პოეტებო,
ესეც პოეზიაა.
------------------
ეს ურემი და ეს დოქი,
ქალი -- სახემზიანა,
წინათ სალოცავი იყო,
ახლა - პოეზიაა!
ლია ლევაურელი ჭიღლაძე
-----------------------
ო, პოეზიავ! სულის სიმაᲦლის
და აᲦმაფრენის ცხრა ცად ამყვანო.
მუქი ფერები წალეკავს, ალბათ,
Შენ რომ არ ჰყავდე მზიან სამყაროს!
იზოლდა იოსებიანი
---------------------------
ნატურიდან მინდა გხატო,
გულმა შეიფრთხიალა,
თითქოს სურა სავსე გიჩანს,
ვერსად ვხედავ ფიალას,
ქალი გნახე ღიმილ-მჩენი,
დაბოღმილი კი არა,
სხვაც რომ არა ყოფილიყო,
უკვე პოეზიაა!
სიყვარული ყველას შვენის,
ზეზვაა თუ მზიაა,
როცა გული გაზაფხულობს,
ესეც პოეზიაა! "
(ვ. პ)
ვერიკო პარწიკანაშვილი
--------------------
დილით ყელზე რომ მეხვევა,
დედოფალი--მზიაა,
მსურვილობს და ვენივთები..
ესეც --პოეზიაა.
ცაგო აბაშმაძე
===============
Mzia Eliadze
1) პეპელა რომ ფარფატ-ფარფატ
ყვავილებს ეზიარა,
დაუკოცნა ტუჩი, კაბა,
ესეც პოეზიაა!..
2) ყვავილებში რომ ნავარდობს
ქარი სიო-ნიავად,
ყვავილ-ბალახში თამაშობს,
ესეც პოეზიაა!..
3)შენს მშვენებას რა ვუწოდო,
ვერა გამიგია რა...
გიყურებ და გეტყვი,კარგო,
ესეც პოეზიაა!..
4) ლექსით ტკბობა, ლექსით ტრფობა,
ღვთის განძი და ჯილდოა...
პოეტისთვის კი ეს გრძნობა
რითმა, პოეზიაა!..
5) დილიდან რომ წკაპაწკუპობს
ფანჯრის მინას კოცნის წვიმა,
მაცოდინა, რას საუბრობს?
ნუთუ გვამცნობს თავის მიზანს?!
მზე ღრუბლებმა გადამალეს
ჯანღი ,ნისლი მოერია..
ყველა ზღვარი გადალახეს,
ეს არ არის პოეზია?!.
6) დიდრონი მზე ჩაეტია
ციცქნა ყვავილების მკერდში,
მეტიც, გულში ჩაეძინა,
იკაზმება, თან რა ვნებით!..
მინდორ-ველს რომ მოეფინა
ფერთა ხავერდოვნება,
ვუმზერ, მიკვირს პოეზიას
რითმა რას ემონება!!!
7) მზემ რომ კაბა შეიკერა
ოქრო-ფარჩა-ხავერდის,
მერე, როგორ შეიფერა,
დალალები ნაფენი!..
მზე ხომ კაცთა იმედია,
ჩვენი დიდი გზამკვლევი .
უფალია, იმპერია!
საუკენენარბენი...
მომეძალა ზღვა ფიქრები,
სამყაროს მაზიარა.
ხილულ-უხილავ მიზნებით
ო, როგორ მატრიალა!
თავს მეხვევა რითმათ ჯარი,
ასე მოეპრიანა...
მონახაზი, ლექსის პწკარი
ჩემი პოეზიაა?!.
მზია ელიაძე
================
ბევრს ვერ ვკადრებ ახალგაზრდებს,
ზაზა მათთვის ძიაა,
თმის სითეთრე წლებს რომ დასდევს
ესეც პოეზიაა!..
____________&_____________
ზაზა ფელიშვილი
====================
ცას გავცქერი, თეთრ ღრუბლიანს,
ქვემოთ ურემს ჭრიალას,
შენ, რომ დოქით ხელში გხედავ,
ესეც პოეზიაა!
ირმა კეკელიძე
======================
ხევსურულ კაბით იმშვენებს ტანს და
ქალი ლამაზი, მზექალა მზია,
დაცვარულ კოკით, წყალს ამოიტანს,
ხელ-პირს თუ მოგბანს, წესია მთისა.
მეტი რა გინდა!!!
პოეზიაა!!!
12.09.23წ.
ნინო როსტიაშვილი
სიხარულის წამს რომ გვჩუქნი,
მოგვიშუშებ იარას...
სხივნათელს რომ თვალს შეგავლებ,
უკვე პოეზიაა ...
მაია წვერავა
გულს რომ მითბობს მზის ამოსვლა,
ჩიტუნების ჟღურტული,
ყოველი დღის გათენება,
დაღამება შერწყმული.
მაგ ურემთან მზე-მაია
დოქით ხელში,ურმული-
ქართულ ჰანგის ზეიმია,
ქართულ სოფელს რომ შვენის.
ასო-ასოს,რითმა-რითმას,
რომ მიყვება იალაღ
სიყვარულის ფიანდაზად,
ჩემი პოეზიაა.
ნ.შ.(ნინო შოთნიაშვილი)
საქართველოს სიყვარული
ჩვენი გულის იაა ;
მასზე ზრუნვა, მასზე დარდი
ესეც პოეზიაა.
ირა გაბლიანი
No comments:
Post a Comment