Tuesday, November 7, 2023

რატომ?!


რატომ?!
არა გვწყალობს ზენაარი,
გაიბზარა, გაშრა თიხა,
ახლა თითქოს სულ სხვა არის,
რატომ, დედავ ღვთისა, მითხარ!!!!
ნელა-ნელა ირღვევა და
ჭიქურებიც აღარ ბრწინავს.
თითქოს სულიც ილევა და,
მკვდარი მიწევს თითქოს წინა.
ვალმოხდილი, ჟამმოხდილი,
მიწა გვემსახურა დიდხანს,
საარს ვეღარ ვისმენ დილის,
რატომ, დედა ღვთისავ, მითხარ!
მაია დიაკონიძე
7.11.2023 წელი











No comments:

Post a Comment