ბებოს სარკე
ჩავიხედავ ჩემს სარკეში,
,,ლამაზი ხარ! ლამაზი ხარ!",
მეუბმება ბებოს სარკე,
თუმც ამ სიტყვებს რა ფასი აქვს?!
სხვა სარკეში ნაოჭები
დამტყობია წყება-წყებად,
სადღა არის სილამაზე,
ჟამი მძარცვავს ნება-ნება.
ამ სარკეს კი, ძველ ჩარჩოში,
ისევ ბებოს სუნი უდის,
ჩავიხედავ და მგონია,
ლამაზი ვარ, როგორც უწინ.
თქვენ რას მირჩევთ,
ბებოს სარკე იქნებ,
უნდა გადავაგდო?!
თუ ბებიას დანახული
სილამაზე შევინახო.
მაია დიაკონიძე
5.11.2023 წელი
No comments:
Post a Comment