ახლა ვიგრძენი .
როგორ დამძიმდა ჩემი სული ,ახლა ვიგრძენი ,
მომინდა , მაგრამ ცაში
ვეღარ შევითარეშე ...
როგორც ყველა სხვას ,
ჩემი თავი მეგონა ბრძენი ,
მაგრამ უფალო ,
ვერ ვიცხოვრე
ცოდვის გარეშე .
2 . წამომაყენე დაცემული ,
მომკიდე ხელი ,
ვხედავ ჩემს ირგვლივ
მრავალია კიდევ ცდუნება ,
დამტუქსე , როგორც
ურჩ შვილს ტუქსავს
მისი მშობელი ,
მე ეს დატუქსვა
ქებასავით მესალბუნება .
No comments:
Post a Comment