Sunday, November 5, 2023

სატირალი

სატირალი
კატაფალკა გაგვიმზადეს,
ვით ნაგავი, ჩაგვრეცხეს,
ბევრსაც უკვე გორზე სძინავს,
იქ გვაწვდენენ საცეცებს.
ეროვნება წაგვიშალეს,
საქართველო ფართია,
ვინ დანიშნონ დირექტორად,
გადაწყვეტაც მათია.
მე კი იმას ვჭვრეტ და ვსახავ,
ქვეყანას რაც მოელის,
ერმა თუ არ გაიღვიძა,
ფუჭი არის ყოველი!
წაგვშლის დედა ისტორია
ამ მსოფლიო რუკიდან,
სულ სხვა კაცი შემოგვხედავს
მალე სოფლის შუკიდან.
მაია დიაკონიძე
5.11.2023 წელი










.




No comments:

Post a Comment