ქართველ ქალებს!
,,ლეკვი ლომისა სწორია",
მითხრეს და სული შთამბერეს,
სიტყვას ვუსწორდი წონიანს,
ამ სიტყვით უნდა დავბერდე.
თამარის სახელს ვფიცავარ,
იმის ჭკუას და გონებას,
ვინ შეედაროს მზისადარს,
ქართველს არ მოეგონება.
იმაზე სწორდით ქალებო,
თუ გინდათ, ერი გადარჩეს,
დროს გაუმკლავდით, მამებო,
ღმერთი მოგვმადლის დანაჩენს.
No comments:
Post a Comment