Saturday, November 11, 2023

ეჰ, ღმერთო ჩემო!

 გადმოეკიდა ჩემი სული იმ ჩემს ძველ ეზოს,

კარალიოკების შევცქერივარ ხელებში ასხმას,

ბებია ჩირის, მურაბების ხსნის ახლა სეზონს,

არ მტოვებს სითბოს, სიყვარულის, ბავშვობის განცდა.


ამოიბრუნა გულმა ჩემმა ათასი წელი,

და ვდგავარ ძვლებზე, წინაპრების ერთი ბადიში,

ეჰ, ღმერთო ჩემო, სასოების ცრემლებით გვედრი,

არ დამანახო ამ მიწაზე კაცი სხვა ჯიშის.





No comments:

Post a Comment