დედას თითქმის არასოდეს ეძინა,
დღისით მზე იყო და ღამით მთვარე,
თავს დაგვტრიალებდა, გველოლიავებოდა,
გაბრაზებაც არ მახსოვს მისი, არც წყენა.
იმ წყენასაც სულში ყვავილებად ზრდიდა,
მერე ზედ გვაფრქვევდა, ბუნება გიყვარდეთო,
ადამიანი გიყვარდეთო, როგორიც არის.
ჩვენ კი გავზარდეთ და ფრინველებად ვიქეცით,
დედაც დავტოვეთ და მისი სახლიც,
და რა გვქია,ამის მერე ჩვენ?! ადამიანებო!
No comments:
Post a Comment