ვარდები მეფინა ერთ დროს მეც სახეზე,
ხან თვითონ ვეფინე ვარდებად აისებს,
დროებას ხანმოლკეს, დროებას წამიერს
არ ვერჩი და გულს იმ ვარდებით ავივსებ.
ხან ცისარტყელას ქვეშ გავლა რომ მინდოდა,
მზის ხელში მომწყვდევა, პეპლებთან თამაში,
ჩემი დრო ამქვეყნად წუთი-წუთ ილევა,
და თვითონ დრო მიქცევს არყოფნის ალყაში.
დროებით სტუმარს კი რა მოეკითხება,
ეს ჩვენი სიცოცხლე საწყისი არც არი,
სამყარო ჩვენით არ მთავრდება-იწყება,
ეს არის ამქვეყნად ყველაზე მთავარი.
ვარდები მეფინა ერთ დროს მეც სახეზე,
ხან თვითონ ვეფინე ვარდებად აისებს,
დროებას ხანმოლკეს, დროებას წამიერს,
ხანდახან სულ ტყუილად ვაქებთ და ვადიდებთ.
No comments:
Post a Comment