აიღებთ ხელში სასმისებს,
შექებას თქვენ ვინ დაგასწრებთ,
გულში ნეტავი რას ფიქრობთ,
დიდ კაცზე თუ პატარაზე!
დედა სამშობლოს დალოცავთ,
ბუდეში სხედხართ ბარტყები,
გუგულისანი ყოფილხართ,
ბუდეს ამტვრევთ და არ ტყდებით!
,,თითო აგურს ხომ ჩვენც ვდებთო,
ცეცხლი შევუნთეთ საკირეს",
იძახით, ვიღასღა ვენდო,
,,ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს!"
.
No comments:
Post a Comment