სალაღობო-სახუმარო
ფულის შოვნა ყველას უნდა,
თქმა არ უნდათ მადლობის,
ვიღაც ისევ გვიზის ,,ქურდად",
,,სხვა დრო" არა, არ მოდის.
აღარ დაგვრჩა ბაღ-ვენახი,
არც ჭალა, არც მდინარე,
არც ქეიფში მეინახე,
ერი გახდა მძინარე.
საქართველოს ჭირისუფალთ
გვიტევენ ,,ფაროსნები",
,,გაგვიზარდე", შევთხოვთ უფალს,
,,რწმენის კვიპაროსები".
მაია დიაკონიძე
3.11.2023 წელი
No comments:
Post a Comment