Monday, November 6, 2023

კაფია, ფშაველ პოეტს!

ლექსიც ვეღარ გამოგტყუე,

გულში დამრჩა ხინჯი,

ნეტავი ვის უფრთხილდები,

მე, თუ მაგ შენს იმიჯს.

არ დასწყდესო გული ვინმეს,

მიტომ არ ვწერ ლექსსო,

და ამაზე ფიქრობ იმდენს,

უკვე ბადებ ეჭვსო.

ფშავლის ენა არ ბლაგვდება,

თან დაგყვებათ ნიჭი,

ვაჟო, ნეტავ, ხომ არა ხარ,

რამე გასაჭირში.





No comments:

Post a Comment