Saturday, November 11, 2023

სხვა მოვუძებნო როგორი ახსნა?!

როცა ჩემს ფანჯრებს იებით მორთავს
ყინვა, დაათოვს ხის ტოტებს ამღამ,
გული მიგრძნობს, რომ შენც მალე მოხვალ,
სხვა მოვუძებნო როგორი  ახსნა?!

ავანთებ ბუხარს, ტკაცუნობს შეშა, 
შემომიძვრება ფიქრების მახრა,
ეჰ, რა ხანია, გიგებ შენ ქვეშაგს,
სხვა მოვუძებნო როგორი ახსნა!

წლებია გელი ცეხლოვან გრძნობით,
ბარათებს შენთან წეროებს ვატან 
მოგაფრენს, ვიცი,  ჩემამდე ორბი,
სხვა მოვუძებნო როგორი ახსნა?!

არა სჩვევია ამ ჩემს გულს ტყუილი,
ის თეთრი გემი გაშლის თეთრ აფრას,
ჩემს ხელში თბება ლოცვების სკვნილი,
სხვა მოვუძებნო როგორი ახსნა?!


 

No comments:

Post a Comment