სადღაც ტივტივებს ის ტივტივა, თევზებს რომ იჭერს,
მაგრამ ხანდახან ჩვენც ანკესის გავმხდარვართ მსხვერპლნი,
როცა სიკვდილი ყელში ისე ძლიერად გვიჭერს,
ამოსუნთქვისთვის ჩვენს ფილტვებში არ რჩება ხვრელი.
მაგრამ ზოგიერთს გვიმართლებს და ცოცხალნი ვრჩებით,
ზოგი კი არა, წაიყვანა სიკვდილმა ბევრი,
და ამ დაჟანგულ სიცოცხლეს თუ სიცოცხლე ჰქვია,
დრო თუ გვაქვს კიდევ, ჩავისუნთქოთ სამშობლოს მტვერი.
No comments:
Post a Comment