მე გეუბნები: ,, შენი ვიქნები",
შენი ვიყავი იქნებ ოდითგან,
ვიცი, არაფერს რომ არ მპირდები,
მაგრამ ზღვებს, ზეცას, მზესაც მომიტან.
მომიტან სურნელს ყვავილთა ბაღის,
გულზე დამკიდებ ნამგალა მთვარეს,
მეც გამოვყვები სისხლის ხმას, ძახილს
და სიყვარულით აგივსებ არეს.
No comments:
Post a Comment