Sunday, June 19, 2022

ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონია, ტალღა მუსიკის

ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონია, ტალღა მუსიკის

სულში აგორდა ვნების ტალღა,
ტალღა მუსიკის,
ჟღერს სიმფონია ბეთჰოვენის
რიგით მეხუთე,
მარცხის, ტრიუმფის, ტანჯვისა და
შველად სულისთვის,
ამ ,,ბედისწერის მოტივს" გვიდგენს
ცათა მეუფე.

მივფრინავ ცაში, ლურჯი ტყიდან
ლურჯი ფრინველი,
ამ გაზაფხულის ჰანგი მინდა
ზესკნელს მოვფინო
და მინორიდან მაჟორისკენ
სივრცეს მივყვები,
რომ სიყვარულის მზით ავავსო
მთელი მსოფლიო..
მაია დიაკონიძე
19.06.2022 წელი

No comments:

Post a Comment