მთაზე ღრუბლები შეხუნძლულან, შორით მავალნი,
ჩემი მეგზური, მეგობარი ამ სავალ გზაზე,
მთვარე მემალვის, როგორც მძახალს ცუდი მძახალი.
მოვდივარ შენკენ, ფეხაკრეფით მოვაპობ სივრცეს,
ციცინათელებს ვეძახი და ავსებენ არეს,
შენ ჩემს გულში რომ შემოხვედი, არარა მკითხე
და ჩამოჰკარი ასახდენად ოცნების ზარებს.
შენკენ გზას ალბათ მომასწავლის ის თეთრი ჭოტი,
აგერ ბლის ხეზე ჩამომჯდარა, ბრმა თვალით მეძებს,
მე შენთვის მომაქვს სიმფონიის სუყველა ნოტი,
დაგაწერინებს ფრთახატულა კუნწულა ლექსებს.
No comments:
Post a Comment