უსიყვარულოდ და უშენოდ არ მაქვს საშველი,
დნება ხატის წინ დანთებული თაფლის სანთელი,
გარეთ კი თოვლში დახუნძლული ბზინავს ძახველი,
თვალში ჩაგხედე, გაგიღიმე, ვერსად წახვედი.
დაორთქლილ შუშას ჩვენ სუნთქვაში ვაბანავებდით,
საკენკს ვუყრიდით ჩვენი ხელით მშიერ ჩიტუნებს,
ვეგებებოდით განთიადებს განა ავბედითს,
ახლა კი, როგორც ჭირვეულ ბავშვს, ისე მიყურებ.
შენ მოდიოდი ამ სიცოცხლის დასაბამიდან,
მე ვიზრდებოდი, სიყვარულის ჯადოსნურ წამში,
და რა ვიცოდი, გავჩნდებოდი იასამნიდან,
შენ დამყნოსავდი, პირდაბანილს ციური ცვარით.
No comments:
Post a Comment