Friday, December 8, 2023

პოეტის სიტყვა, ოთარ ჭილაძის ლექსის ,,ვიდრე ხარ" -ს პასუხად, ავთანდილ ჟღერიას კომენტარით

დღეს ლექსი ჩავწერე ოთარ ჭილაძის ლექსის: ,,ვიდრე ხარ" პასუხად
გულს ჩავინერგე პოეტის სიტყვა,
არ წარვიკვეთო არასდროს სასო,
და თუ კი ზოგჯერ ზამთარი მჭირდა,
თავი არასდროს მიგრძვნია მარტო.
ზოგჯერ ღიმილი მინთებდა მზესაც
და თბილი სიტყვა ატანდა გულში,
უკვდავების წყლით ავსებულ ემბაზს,
სულ ვატარებდი სხეულში, სულში.
ხან ღია ცის ქვეშ ვიშლიდი ლოგინს,
რომ ცისკრის ვარსკვლავს ვენახე ერთხელ,
რად მიმაჩვიეს ცდასა და ლოდინს,
უფალი ზევით ამიხსნის მერე.
და ალბათ როცა, აღარ ვიქნები,
თვალს დამიხუჭავს სისხამი დილა,
ორომტრიალი იდგეს ფიფქების,
მომეგებება აღდგომის კვირა.
მაია დიაკონიძე
8.12.2023 წელი
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება
ყველა რეაქცია:
ანა ვაშაძე-ბეროშვილი, Nino Rostiashvili და 45 სხვა პიროვნება


ავთანდილ ჟღერია

არ ვიცი რატომ მაბრუებს ზეცა,
ხან ღრუბელი და ხან სიკამკამე,
რატომ ვიწამე ზღვა და ტალღები,
ლექსი და თვალებში სიანკარე.







,




No comments:

Post a Comment