Saturday, December 23, 2023

ჭადარი ლამობს

 ჭადარი ლამობს სახლში შემოსვლას,

- ნუთუ შენც გცივა, - მე ვეკითხები,

ალბათ თუ დიდხანს ისიც ელოდა,

წუთებს სიგიჟის, თავდავიწყების.

რომ მოხვეოდა ქარი ტოტებზე

და მის მკლავებში სისხლს დაეარა,

ზამთრის სიო ქრის მსუბუქ ნოტებზე,

ყინვის მოასხამს ჭადარს ტიარას.


No comments:

Post a Comment