Monday, December 25, 2023

ანაკონდაა ცხოვრება ჭრელი

 ანაკონდაა ცხოვრება, ჭრელი,

გველივით გვიპყრობს და მერე გვაღრჩობს,

ახლა არსაით არაფერს ველი,

ცოდვის ნაყოფი ვიმკე სულ მარტომ.

როცა ეძინათ რბილ ტახტზე ფიქრებს,

იმ დროს გამისხლტა ხელიდან ხვითო,

ვეღარ ვეწევი დროსა და სივრცეს,

წინაპართ ძველები თავისკენ მიხმობს. 

ვერ შეძელიო სამშობლოს შველა,

ვეღარ შესწვდიო ზეციურ ბარძიმს...

ახლა ქუჩაში ცივა და ბნელა,

მეც მივუყვები არყოფნის ნაპირს.




No comments:

Post a Comment