სიტყვა უთქმელი
რაისად მინდა სიტყვა უთქმელი,
უთქმელი ლექსი, უთქმელი სიტყვა,
ჰყვაოდა მახსოვს იმ დღეს ურთხმელი,
ჩვენ უთქმელობა ჭირივით გვჭირდა.
არც შენ არა თქვი, რაც უნდა გეთქვა,
მეც ვერ გავართვი ჩემს სათქმელს თავი,
ქარი აშარი იმ ფურცლებს ხევდა,
უთქმლი ლექსის ტიროდა ბწკარი.
რაისად მინდა სიტყვა უთქმელი,
უთქმელი ლექსი, უთქმელი სიტყვა,
ჰყვაოდა მახსოვს იმ დღეს ურთხმელი,
ჩვენ უთქმელობა ჭირივით გვჭირდა.
No comments:
Post a Comment