Friday, December 8, 2023

განგაში

 - ნეტავ, ცუდი არა მოხდეს, -

ვიშვიშებდა ბებია,

- მართა, ენამ არ გიყივლოს,

არ გვესტუმროს მელია. -

ზაქრო პაპამ ღიმით უთხრა,

გაისწორა სათვალე,

 - წამოდექი, წიწილები 

ახლიდან გადათვალე! —

შემოიჭრა თეთრი კვიცი, 

ამშვენებდა ფაფარი,

დააფეთა ირგვლივ ყველა,

ბატი, გოჭი, მამალი,

დაბზრიალდა, დატრიალდა,

ქერი ფანტა ეზოში,

თურმე პატრონს გარეთ დარჩა,

ყოფილიყო მეზობლის,

უმასპინძლეს მოხუცებმა,

ვარცლით წყალი დაუდგეს,

რა უნდოდა, უმალ მიხვდნენ,

სტუმარს უცბად გაუგეს.

საღამოს კი მეზობელმა

წააბრძანა თავლაში,

სულ ტყუილად გამოცხადდა

ამ ეზოში განგაში












No comments:

Post a Comment