Wednesday, December 27, 2023

ციკლიდან : ,, კუნწულა ლექსები ." წამალი, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი, კაფიობა

 ციკლიდან :

,, კუნწულა ლექსები ."
წამალი .
1 . რადგან უფალმა ,
ეს სამყარო ,
მუქ ფერში ღება ,
ოცნება , უნდა
ცისარტყელას
ფერებით ფეროს ...
და უჩემობა ,
როგორც სენი
თუ შეგეყრება ,
მსურს ღმერთმა
წამლად , ~
ჩემი გული
გამოგიწეროს !
2 . ამ გულში ,
შენთვის ავაშენე
სასახლე ქარვის ,
ის სიყმაწვილის
სიგიჟმაჟეც
უკვე დაღვინდა ,
აქ ხომ დედოფლად ,
მე შენს გარდა
არ ველი არვის ,
მოდი და ,,შენ სენს"
უმკურნალე ,
მეტი რა გინდა ? !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
21 . 12 . 2023 წელი .

Gela Tsigroshvili
Გუჯას
/Სალაღობოდ/
უყვარხარ ამურს,მუდამ მზადაა,
(მითებიც უნდა გადაიწეროს)
შენი გულისთვის ახლაც გზადაა
Ასკლეპიოსი გადაიმტეროს..😄😄💖
გელა..24.12.23

ეკო ჯავახიშვილის კაფია : ,,ეხლა ყველანი გამოვლენ , ფროიდები და ნიცშენი , ვინმე თუ განკურნებულა ,,დალია გული" ვინც შენი ?" კუნძული კრიტი . 26 . 12 . 2023 წელი .

ელგუჯა ციგროშვილი
კაფია~კომენტარის პასუხად
ეკო ჯავახიშვილს .
( ფშაურ კილოზე .)
1 . ზოგს ცხელი მზე
საწვავს ელადის ,
შენ , ~ კრიტზე
ზიხარ ჩეროში ...
თუმც კარგად
ვერ გარკვეულხარ
ჯერ მედიცინის
სფეროში .
2 . არც ასკლეპიოსი
გახსოვს ,
არც ,, ფიცი
ჰიპოკრატესი ,"
კაფიის დუელში
მიწვევ ,
ვით საშკა
პუშკინს , ~ დანტესი .
3 . ,,შენი წამალი
არჩენსო ?"~
ჰკითხულობ
როგორც მელია ...
გეტყვი :
,, ზოგ წამალს
თუ სვამენ ,
ზოგიც ზედ
წასასმელია !"
4 . პირადად უნდა
გაგსინჯო ,
სენი დავარდეს
ნულამდე ...
,, ონლაინ " არა
ვმკურნალობ ,
უნდა მოხვიდე
გულამდე !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
26 . 12 . 2023 წელი .

მაია დიაკონიძის კაფია:

რად შაგიშინამს ქალები,
,,მალამოს გცხობთ", იმუქრები,
იქნებ არ უნდათ, რომ ნახო,
გამხდრებია თუ მსუქნები.
ისევ ,,ონლაინ" ურჩევნათ
მაგ ,,თერაპიის კურსები",
ყველა ქალს იწვევ მაგ გულში,
ხელს იფშვნეტ და ილურსები.
მაია დიაკონიძე

რად შაგიშინამს ქალები,

რად შაგიშინამს ქალები, მალამოს გცხობთ, იმუქრები, იქნებ არ უნდათ გენახონ, გამხდრებია თუ მსუქნები. ისევ ,,ონლაინ" ურჩევნათ, მაგ თერაპიის კურსები, ყველა ქალს იწვევ შენს გულში, ვით მელა, ბატებს უცქერი.
ნანახია ელგუჯა ციგროშვილი მიერ 03:22-ზე
შეყვანის ღილაკი

მისწერეთ ელგუჯა ციგროშვილ

No comments:

Post a Comment