Monday, December 11, 2023

შეხვედრა, ავტ. თინა ჯანიბეგაშვილი

 შეხვედრა

****
ვერ გამაოცებ ახლა ვერაფრით,
ანდა,რა უნდა მითხრა ისეთი,
დრომ გაიყოლა,თუ რამ გადამრჩა,
არ შემარჩინა ოდნავ მცირედიც....
გადაირია იმდღეს ამინდი,
დიდთოვლობისას შემომხვდი რაღად?
შენ სხვათაშორის მკითხე: "როგორ ხარ?"
მეც სხვათაშორის: "რა მიჭირს,კარგად!"
ჩვენი ცხოვრების დიდმა მდინარემ
ტალღების თქეშით გადაიარა,
წყალს გაღმა ისევ ჰყვავის კუნელი,
გამოღმით მხოლოდ ეკლის ხვიარა...
"მე შენი ყველა ლექსი მაოცებს!"
თქვი და ..ფიფქები შეჩერდნენ წუთით,
და მეც "უბრალოდ" გითხარი: "გმადლობ,
პოეზია ხომ მადლია უფლის!"
გაურკვევლობის ბურუსი,შორი,
სულში გამჩხვლეტავს,როგორც ისარი,
ის უთქმელიბა მაწვალებს დღესაც,
რომ უნდა მეთქვა და არ გითხარი....
ფეხქვეშ ხრაშუნი ისმოდა თოვლის,
("ნუთუ,ამ დღესაც ხსოვნა აითვლის?")
" გაჭირვეულდა ამინდი!"-თქვი და
მეც: "არა უშავს,ესეც გაივლის!"...
თუმცა კი ვიტყვი,ლამაზად თოვდა,
არა წყენით და არა ყვედრებით,
ჩვენ მივდიოდით თოვაში ორნი,
უკან რჩებოდნენ ნაფეხურები...
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
ყველა რეაქცია:
თქვენ, ელგუჯა ციგროშვილი, Elza PaPuashvili და 64 სხვა პიროვნება

No comments:

Post a Comment