Saturday, December 23, 2023

სუნია მიწის (პატრიოტული)

 სუნია მიწის, სუნია ქერის, 

სუნია ხორბლის, სუნია შვრიის,

გზის პირას მოჩანს ბაბუაწვერა,

ქართან მსუბუქ ფლირტს ისევ არ იშლის,

გაღმაგაწოლილს გავცქერი სოფელს,

დარდი თვალის ჩინს ქურდივით მპარავს,

იმ დღეს პეპლები მელოდნენ მოლზე,

მე კი გავყევი ქალაქის შარას.

და ახლაც ვნანობ, და ახლაც ვფიქრობ,

აივნიდან რომ მიცქერდა ვაშლი,

ჩემსავით ხომ არ დაადგა იწროს...

და დაუღამდა გზად ფიქრებაშლილს..






No comments:

Post a Comment